ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარს დაბადების დღე მიულოცეს
ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში ბაბული დოლიძე მოინახულა და 97 წლის იუბილე მიულოცა.
ბენეფიციარებისთვის ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „რეხეულმა“ შეასრულა დაბადების დღის სიმღერა, ასევე, ალილო და მრავალჟამიერი.