ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს ახალი, ულტრათანამედროვე სტანდარტების ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკა შეემატა.
მუნიციპალიტეტის მერია ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტით იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა.
შედეგად იაპონიის საელჩოს დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ოზურგეთის მერიას გადმოეცა ნაგავშემკრები მანქანა კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით, რაც დაეხმარება ქალაქს გადავიდეს ნარჩენების სეგრეგაციასა და მისი მართვის უფრო მდგრად მოდელზე.
მსგავსი სტატიები