ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მე-IV კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
კომისიებმა შემოსული კორესპოდენციაც განიხილეს. მათ შორის, მოქალაქეების განცხადებები სოფელ დვაბზუში ფირნიშის დამზადებასა და სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში სანიაღვრე არხის მოწყობის თაობაზე. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა თოიძის განმარტებით, ადგილზე პრობლემის შესწავლის შემდეგ, განცხადებები რეაგირების მიზნით აღამასრულებელ ორგანოს გადაეგზავნა.