შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

სოფელ დვაბზუში 1985 წლის 20 ოქტომბერს დაარსდა შალვა რადიანის სახლ-მუზეუმი, მისივე სახლში. შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდას ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე 2009 წელს დაფუძნდა ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმისათვის შეძენილი იქნა გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელინალია. ოდა-სახლი, მარანი და ჭა.

ამ სახლში ცხოვრობდა ნინო ივანეს ასული ლესელიძე-შეწირულისა (გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს მეუღლე).

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი