გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმი

2015 წლის 7 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ცხემლისხიდში,  გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში არის ეთნოგრაფიული გარემო, გურული კარმიდამოსთვის დამახასიათებელი შენობა-ნაგებობები; გიორგი სალუქვაძის სამუზეუმო ექსპონატები, საინფორმაციო სტენდები.

აქ ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ტიპის ფოლკლორული ღონისძიება და ხდება ტრადიციული გურული კალანდის დღესასწაულის აღნიშვნა.

მსგავსი სტატიები