ნაგომარში დოღი გაიმართა

🏇ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი – “ოზურგეთის თასი 2024” გაიმართა, სადაც სხვადასხვა დისტანციაზე 5 გარბენი მოეწყო.

შეჯიბრში, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 21 800 ლარს შეადგენდა, მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელმა ცხენოსნებმა მიიღეს.

🏆🥇დოღში გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა, თორნიკე თოდრიამ მოიპოვა!

დოღს, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.