„მოქალაქეთა ასამბლეის“ გახსნითი ღონისძიება ოზურგეთში

🔵 ოზურგეთის ტექნოპარკში „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“- პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ასამბლეის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს პროგრამის უფროსმა მრჩეველმა კორნელია პერლემ, ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, Center for Blue Democracy-ის წარმომადგენელმა მარსინ გერვინიმ და ევროპის საბჭოს ექსპერტმა კოკა კიღურაძემ.

🔹 ღონისძიება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში „მოქალაქეთა ასამბლეის“ პროცესის დაწყებას, რომელიც მერიის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდება.

✅ მოქალაქეთა ასამბლეის ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს უკეთ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; დარგის ექსპერტებთან ერთად გაეცნონ პრობლემურ საკითხებს და გაცვალონ მოსაზრებები დაინტერესებულ მხარეებთან. პროცესს ფასილიტაციას გაუწევს Center for Blue Democracy, რომელმაც აღნიშნული მეთოდოლოგია წარმატებით განახორციელა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ირლანდიასა და ესპანეთში.

👉🏻 აღნიშნული პროექტი ეფუძნება ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის (2020-2023 წწ), რომლის პრიორიტეტულ მიმართულებას ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ხარისხის განმტკიცება წარმოადგენს. პროექტს ერთობლივად ახორციელებს დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნების სამმართველო და მონაწილეობით დემოკრატია (DGII), ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი – ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

🔹 შეხვედრას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები