ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
დარგობრივი კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.
აგრეთვე, საკრებულო ცნობად მიღების მიზნით მოისმენს და განიხილავს მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს.