ბიუროს რიგგარეშე სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.“

ასევე, ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურის მიმდებარე) მდებარე 87 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობით უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 2769 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ.ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 686 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“; და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.“

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს მორიგი სხდომაზე განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, დამატებითი წესის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარგებლობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტებს.

მსგავსი სტატიები