ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 9 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე 2769 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე (პარკის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ. ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე (ტროტუარი) მდებარე 686 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“ ასევე, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურის მიმდებარე) მდებარე 87 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“

აგრეთვე, საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშის.

მსგავსი სტატიები