საქართველოში, ერთ-ერთ პირველ ქალ ბაზიერს 80 წლის იუბილე მიულოცეს

მედიკოსი და პირველი ბაზიერი ქალი კლარა თავართქილაძე 80 წლის გახდა.

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსახურებულ ქალბატონს იუბილე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.

კლარა თავართქილაძეს, სამედიცინო სფეროში 57 წლიანი გამოცდილება აქვს, ბაზიერობაში კი ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონია. პირველად 13 წლის ასაკში გაჰყვა თავის ძმებს ფრინველებთან სანადიროდ და 1972 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი ბაზიერობაში.

„ქალბატონი კლარა ყველასთვის საყვარელი ოზურგეთელია, მის ანგარიშზე არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით, გარდა ამისა, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ქალისთვის უცნაური გატაცების გამოც მოექცა, ის არის საუკეთესო შედეგების მქონე, პირველი ქალი ბაზიერი, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად გასულ წლებში, ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა ამ საქმიანობით და ისინი ქუჩური მენტალობისა და დანაშაულში ჩათრევისგან გადაარჩინა. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე,“- აღნიშნა მერმა.

ოზურგეთის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა კლარა თავართქილაძე „ოზურგეთის საპატიო ბაზიერის“ ტიტულით დააჯილდოვა.

მსგავსი სტატიები