ნაგომარი

(ნაგომარი, მაღალი ეწერი, ჟანაურა, შუა ისნარი). სოფელში არის საბავშვო ბაღი სოფელში დგას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია.

მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მ. ოზურგეთიდან 16 კმ.

სანაგომარო გურიელების სამოურავოს წარმოადგენდა, რომლის მოურავებიც გუგუნავები იყვნენ. სოფელში ტრადიციულად, 28 აგვისტოს მარიამობას იმართებოდა დღესასწაული და დიდი ბაზრობა. ბაზრობა ნაგომარში მამია V გურიელმა დააწესა. ნაგომრის ბაზრობა ერთ-ერთი იყო ჯუმათისა და საჯავახოს ბაზრობებთან ერთად, მაგრამ შემოსავლით აღემატებოდა მათ.

სოფელში ცხოვრობდა ქართველი პოეტი სიმონ გუგუნავა. აქ იდგა მისი „პოეზიის სასახლე“, რომელიც დაიწვა 1906 წლის თებერვალში გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. ნაგომარშივე იდგა გაბრიელ ეპისკოპოსის საზამთრო რეზიდენცია.

კულტურის სახლი.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი