ნატანები

მოიცავს სოფლებს: ზემო და ქვემო ნატანებს, ასევე, შეკვეთილს.

ნატანები საბჭოთა პერიოდში ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი იყო. 1951 წელს ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი მოეწყო ყოფილ სოფელ შავაში. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, 50-იანების მეორე ნახევარში კი კულტურის სახლის შენობა. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკა. ნატანების ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 382 ჰა ჩაის და 380 ჰა სიმინდის ფართობს, მისი წლიური ფულადი შემოსავალი 1954 წლისთვის 10 მილიონ მანეთზე მეტს შეადგენდა. ნატანები დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ-ს ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის შევჩენკოს კოლმეურნეობასთან და სომხეთის სსრ-ს სოფელ ნალბანდიანთან. 1954 წელს ნატანების მერვე ბრიგადაში ერთ ჰექტარზე გაშენდა „მეგობრობის ბაღი“ და დაიდგა მეგობრობის ობელისკი

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი