
თემში შემავალი სოფლებია დვაბზუ, გაღმა დვაბზუ და ნასაკირალის უბანი.
მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა სანაპიროზე, ოზურგეთიდან 5 კმ.-ს მოშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა, ამბულატორია და შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
სოფლის ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია.
დვაბზუში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქალები რეგიონის განვითარებისათვის.“