მუნიციპალური მომსახურების ცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გია ანთაძე დღეს დაინიშნა.

„კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ: მუნიციპალური მომსახურების ცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება გააჩნია და აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, რათა მუნიციპალიტეტში ამ მნიშვნელოვანი სამსახურის მუშაობას გაუძღვეს. ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება!“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები