ავთანდილ თალაკვაძემ 3 იანვარს დაბადებული ახალშობილები მოინახულა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის „მედალფას“ სამედიცინო ცენტრში პირველი ახალშობილები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

„2022 წლის, 3 იანვარს დაბადებული პირველი მოქალაქეები – ალექსი ირემაძე და დანიელ ბერიძე მოვინახულეთ. ახალშობილთა ოჯახებს ფულად ვაუჩერებს გადავცემთ. ვუსურვებ პატარებს ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!” – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი