ოზურგეთში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

❄️ საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ამ წუთებში, მუნიციპალური ტექნიკა ქალაქსა და სოფლებში: ლიხაურში, ლაითურში, ცხემლისხიდსა და ვაკიჯვარში მუშაობს.

მერია და ყველა შესაბამისი უწყება მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში, თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა.

ამჟამად, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მსგავსი სტატიები