ლიხაურში, დაზიანებული ხიდის აღდგენა და განახლება დაიწყება

სტიქიის შედეგად ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქროს მუხუროს დასახლებაში დაზიანდა საფეხმავლო ხიდი.

პრობლემურ მონაკვეთზე ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა და მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს საფეხმავლო ხიდი ლიხაურის ორ უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. სტიქიის შედეგად ხიდი დაზიანებულია, მაგრამ უახლოეს პერიოდში სრულად აღვადგენთ და განვაახლებთ. დღეს ადგილობრივებს შევხვდი, პრობლემას გავეცანი და ჩვენი გეგმები გავაცანი;“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.

       

მსგავსი სტატიები