ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ხომერიკის განმარტებით, კომისია აგრძელებს ყველა იმ ა(ა)იპის მიერ გაწეული საქმინობის ანგარიშების მოსმენას, რომლებიც კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მხედვით საქმიანობენ.
ამჯერად, დარგობრივმა კომისიამ ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საკრებულოს წევრების შეკითხვებს, ა(ა)იპის ხელმძღვანელი პასუხობდა. კომისიის წევრები ძირითადად პანდემიის პირობებში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესით დაინტერესდნენ. კითხვები დაისვა ბაღების შენობების ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროცესზე. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ 2021 წელში გაწეული საქმიანობის ანგარიში კომისიამ ცნობად მიიღო.
აგრეთვე, ცნობად იქნა მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის მე-IV კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.