სოფელ ნატანებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

📌 შეხვედრაზე ადგილობრივებმა პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები: სპორტული მოედნის, მოსაცდელების, შიდა გზების, გარე განათებების, სასაფლაოების შემოღობვა და ცენტრის კეთილმოწყობა შეარჩიეს.

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, არსებული გამოწვევები და საჭიროებები თანამოქალაქეებისგან მოისმინა.

მსგავსი სტატიები