შეხვედრები ოზურგეთის სოფლებში

🔵 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ჭანიეთში, ლიხაურში, მაკვანეთში, სოფელ ოზურგეთში, გურიანთასა და მელექედურში ჩატარდა.

საკონსულტაციო შეხვედრებზე, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერის მოადგილეებმა ნიკა ბოლქვაძემ და ნათია გოლიაძემ, სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ თანამოქალაქეებისგან ინფორმაცია მოისმინეს და ადგილობრივებს პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები გააცნეს.

👉🏻 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობამ გარე განათებების მოწყობას, ხიდების, სანიაღვრე არხების, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მიანიჭა პრიორიტეტი. ასევე, დაასახელეს მოსაცდელების, საბავშვო ატრაქციონების, სკვერების, სპორტული მოედნების, ჭაბურღილების და სასაფლაოების შემოღობვა.

მსგავსი სტატიები