ოზურგეთმა ამერიკულ სამხედრო ჯაზ-ბენდის კონცერტს უმასპინძლა

🇬🇪🇺🇸🇺🇦 ოზურგეთმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა.

🎷 ამერიკულმა სამხედრო ჯაზბენდმა „Rhine River Ramblers” კონცერტზე 14 რეპერტუარი შეასრულა. ასევე, შესრულდა საქართველოს, აშშ-ს და უკრაინის ჰიმნი.

ღონისძიებას უკრაინელი მოქალაქეები, საქართველოში აშშ-ს საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი ალთეა ქოლი მერფრი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR), გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოხარული ვართ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ამერიკული სამხედრო ჯაზ-ბენდის კონცერტს მასპინძლობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, ასევე, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას ეძღვნება. ისევე როგორც გურიაში ქართული ხალხური სიმღერა, ამერიკაში ჯაზიც გამოხატავს თავისუფლებას და მშვიდობას, კულტურათაშორის დიალოგს. ჩვენი მეგობრობა ძლიერია, სტრატეგიული პარტნიორები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

🔸 კონცერტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭრით გაიმართა.

მსგავსი სტატიები