კომისიის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის შესახებ. კომისიის წევრების შეკითხვებს ა(ა)იპ “მომსახურების ცენტრი”-ს წარმომადგენელი პასუხობდა. კომისიამ ინფორმაცია ცნობად მიიღო.
კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძემ კოლეგებს, შემოსული კორესპოდენცია გააცნო. კერძოდ, მერიის ადმინისტრაციული ერთეულის, გოგორეთის დასახლების მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომელიც მინი სტადიონის მოწყობას და მისი განათების დამონტაჟებას ეხება. კომისიამ შემოსული წერილი რეაგირებისათვის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა.

მსგავსი სტატიები