მერის მოადგილეებმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

🔹 ოზურგეთის მერის მოადგილებმა – გიორგი ღურჯუმელიძემ და ნათია გოლიაძემ დღეს მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.

📌 სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადება-განახლების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები.

✅ როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ტერიტორიულ ერთეულებში მოხდება მოსახლეობის გამოკითხვა მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ასევე შესაძლებელი იქნება ახალი ინიციატივების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, რომლის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი კითხვარი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

🔹 სამუშაო ჯგუფის წევრებს, პრიორიტეტების შესაბამისად დაევალათ პროგრამულ ფორმატში მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენა.

მსგავსი სტატიები