ურეკში დამსვენებლებისთვის კონცერტი გაიმართა

🎶 ურეკის ახალ ბულვარში, პროექტის “ქალაქური მრავალხმიანობა”ფარგლებში, დამსვენებლებისთვის კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლებმა – „ქართულმა ხმებმა,“ „თეატრალურის კვარტეტმა,“ „ალილომ,“ „ფორტემ“ და „შვიდკაცამ“ მიიღეს.

დაბა ურეკში გამართულ კონცერტს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის! წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველის!“ – ავთანდილ თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები