ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

🎭 ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“ დაიხურა. მანამდე კი, თეატრის მცირე სცენაზე, მაყურებელმა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“ იხილა.

🔹ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

💬 „ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით ჩატარდა. მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს და სამინისტროს გუნდს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს – მის ადმინისტრაციას და დასის წევრებს, ფესტივალის ორგანიზატორებს და სპონსორებს, თეატრალურ კოლექტივებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს, უცხოელ სტუმრებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მაღალი დონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზებაში!

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს, ფესტივალში მონაწილეობის და სპექტაკლებზე დასწრებისათვის!“ – ავთანდილ თალაკვაძე.

🔸ფესტივალში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და რეგიონებიდან 17 სპექტაკლით. ხაზგასასმელია, რომ ფესტივალი ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში პირველად გაიმართა და საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი მაყურებელმა თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილა.

დახურვის ცერემონიაზე 6 ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი