სოციალურმა სივრცემ მეწარმეებს უმასპინძლა

 

✅ ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით შეკვეთილში, სოციალურმა სივრცემ – მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეებს უმასპინძლა.

🍃 ☕ 🍯 სოციალურ სივრცეში მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია – ქართული ჩაი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა და გოზინაყი.

✅ ოზურგეთის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანამშრომლებმა ტურისტებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილების, მეწარმეობისა და აგროტურისტული პროექტების შესახებ.

მსგავსი სტატიები