ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია სოფელ ბახვში

სოფელ ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა.

🍃 აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, ქართველი პრაქტიკოსი მეჩაიე ფერმერების მიერ დანერგილმა ჩაის ფოთლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიამ – ბუჩქის ბრტყელზედაპირიანმა ფორმირებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის მოვლა-მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის პროცესი და ხარისხთან ერთად, ჩაის საკრეფი ზედაპირის ფართობი გაზარდა.

ერთ-ერთი პირველი მეჩაიე ფერმერი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით 5 ჰა ჩაის პლანტაციის ფორმირება მოახდინა, სოფელ ბახვში მცხოვრები დავით თენიეშვილია.

✅ ხელისუფლების წარმომადგენლები დავით თენიეშვილის პლანტაციაში ოვალურზედაპირიანი ჩაის პლანტაციის პრტყელზედაპირიან პლანტაციად ფორმირების პროცესს გაეცნენ. ასევე, დაესწრნენ იაპონური, ჩინური, თურქული და საქჩაიმანქანის მიერ წარმოებული ქართული ხელის სასხლავი, საკრეფი და გვერდების სასხლავი აპარატების საჩვენებელ გამოცდას.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი