პროექტები “განახლებული რეგიონების პროგრამის” ფარგლებში

✅ „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში დასრულების ეტაპზეა ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი.

🌳 აქტიურ ფაზაშია ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის სამშენებლო სამუშაოები. მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, ველობილიკების, სკეიტ მოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას. პროექტის ბიუჯეტი 2.6 მილიონ ლარს შეადგენს.

🔵 მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ მოინახულეს.

მსგავსი სტატიები