შრომაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება

სოფელ შრომაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ოზურგეთის მერია დახმარებას გაუწევს.

დღეს, სოფელ შრომაში თემურ მჟავიას სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე მივიდა და დაზარალებული ოჯახი მოინახულა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი