გზის რეაბილიტაცია სოფელ დვაბზუში

🚧 სოფელ დვაბზუში 1 280 მეტრი-სიგრძის გზის რეაბილიტაცია დაიწყო – მიმდინარე სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მერის მოადგილეები, გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.
📌 პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 600 000 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
💧 გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ წლების განმავლობაში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და დვაბზუს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მსგავსი სტატიები