ავთანდილ თალაკვაძემ წარმატებული სტუდენტები და სკოლები დააჯილდოვა

ავთანდილ თალაკვაძე: ” ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წარმატებები ახალ თაობას”!
💯 დღეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შევხვდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ.
🎓 შეხვედრაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით – 7 ოზურგეთელი პირველკურსელი 3 000 – 3 000 ლარით და მათი აღმზრდელი საჯარო სკოლა 1000 – 1000 ლარით დააჯილდოვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი და საჯარო სკოლების დირექტორები.