ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ,,ექვთიმეობა“ აღინიშნა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ,,ექვთიმეობა“ აღინიშნა.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში აღევლინა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.  აგრეთვე გაიმართა, მხატვრულ-ლიტერატურული საღამო და კონფერენცია, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

ღონისძიება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის – „ექვთიმეს“ ჩვენებით დასრულდა.

მსგავსი სტატიები