პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ,,BUG-ის“  დელეგაციის წევრების შეხვდრა გაიმართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Celebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy) ფარგლებში.

ორწლიანი პროექტი ითვალისწინებს  ტურისტული ბრენდის ხელშეწყობას გურიის მხარის მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სასწავლო ვიზიტები პოლონეთსა და საქართველოში, ფესტივალის ორგანიზება, სემინარები ბრენდის შექმნასა და ფუნქციონირებაში პოლონეთში და ა.შ. 2021 წელს გურიის რეგიონში შემავალმა სამივე მუნიციპალიტეტმა და ზემოაღნიშნულმა ასოციაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ზემოხსენებული პროექტის გაგრძელებაზე.

Guria – Celebrate Life 2020-2021 წლებში განხორციელებული წარმატებული პროექტის – „ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ მეორე ეტაპია. პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებენ ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG (პოლონეთი) და თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC (საქართველო, გურია) ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეტებთან პარტნიორობით.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი