მალაზონია-ბაქრაძის გზის რეაბილიტაცია

🚧 მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – საგზაო სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

💬 „როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და მისი ბიუჯეტი 1 150 000 ლარს შეადგენს.

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები