ნახატებისა და ესეების კონკურსი – „არა ქალთა მიმართ ძალადობას“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნახატებისა და ესეების კონკურსი – „არა ქალთა მიმართ ძალადობას“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამრევლო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 6 გამარჯვებული, რომლებიც ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჭანიშვილმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკმა დააჯილდოვეს.

კონკურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი. გამარჯვებულებისთვის კი დაწესებული იყო ფულადი პრიზები: პირველ ადგილზე გასულმა გამარჯვებულმა მიიღო – 600 ლარი, მეორე ადგილზე – 400 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 200 ლარი გადაეცა.

აღნიშნული კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი სტატიები