საახალწლო ღონისძიებები ოზურგეთში

🔔 🎄 #ახალიწლისდღეები – ოზურგეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით დღეს თეატრის მიმდებარედ, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

👉🏻 მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული. ასევე, საბავშვო სივრცე, სადაც საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა მოხდება. იქნება თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები. ჩატარდება საბავშვო კონცერტი და პატარები თოვლის ბაბუას შეხვდებიან.

⭐️ 19:00 სთ-ზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ჩატარდება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ირინა ბაირამაშვილი, დათო ლონდარიძე და ჯგუფი ‘’გუფი ლენდი‘’.

🎉 ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

        

მსგავსი სტატიები