კალანდა 2023

🎄ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 18:00 საათიდან გეპატიჟებით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიულ ეზოში – ერთად აღვნიშნოთ კალანდა!

⭐️ 18:00 საათი – ეთნოგრაფიული ეზო – ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები

⭐️ ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა

⭐️ კულინარიული მასტერკლასი – შეფ-მზარეული ლადო დანელია; გრანდიოზული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ფელამუშის მომზადება გურული ტრადიციული ნუგბარით

⭐️ ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა

⭐️ 19:00 საათი – გალა კონცერტი, რომელშიც დათუნა სირბილაძე და კვარტეტი “რანინა”, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია მონაწილეობენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ კალანდას!

მსგავსი სტატიები