სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე დაბა ნასაკირალის, მელექედურის, მერიის, კონჭკათისა და თხინვალის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ, სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ თანამოქალაქეებისგან ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა სხვადასხვა უბანში რთულ საგზაო მონაკვეთებზე, რკინა – ბეტონის გზის მოწყობას მიანიჭეს პრიორიტეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.