გზის გაწმენდითი სამუშაოები ოზურგეთში

ოზურგეთში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ მომენტისთვის მთავარი და შიდა გზები იწმინდება შემდეგ სოფლებში: ვაკიჯვარი, ასკანა, მთისპირი, ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, ჯუმათი და ჭანიეთი. ჯამში, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.

თოვლის სახით მოსულ ნალექს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია ოზურგეთის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება.

      

 

მსგავსი სტატიები