ოზურგეთის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შერჩეული 30 მუნიცპალიტეტი, მათ შორის ოზურგეთი, ექსპერტების მხარდაჭერით შეიმუშავებენ ან განაახლებენ საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტებს. ამჯერად, საკრებულოს წევრებს პროექტის შესახებ ინფორმაცია ექსპერტმა ნინო ლოლაძემ მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ ორდღიანი ტრენინგიც ჩატარდება, ხოლო საკრებულოს წევრები პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პრაქტიკის დამკვიდრებას.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ ფარგლებში ახორციელებს.
მსგავსი სტატიები