ოზურგეთის მერი განსხვავებული აზრისა და კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინების პრობლემა ჩვენ არასოდეს გვქონია, ასე იქნება მომავალშიც

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ განსხვავებული აზრის და კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინების პრობლემა არასოდეს ჰქონია და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მოედანზე გამწვანების კომპონენტში კორექტივები და ცვლილებები შევიდეს.

„ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე ვახორციელებთ საჯარო სივრცეების განახლებისა და გამწვანების სამუშაოებს. კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნა, არსებული ეკოსისტემის შენარჩუნება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ ამ პროცესში რჩევების, განსხვავებული აზრის და კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინების პრობლემა ჩვენ არასოდეს გვქონია და ასე იქნება მომავალშიც. სამწუხაროა, რომ გვყავს ისეთი ოპონენტებიც, ვისაც საკუთარი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები არაფრად მიაჩნია და პოლიტიკური ქულების დასაწერად, ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არიან დაკავებული. მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი