სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს – გურიის რეგიონალური ცენტრის უფროსს, მაია ჯაშს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა მიმართულებით სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მზია გაგუა, ფსიქოლოგი თამთა დოლიძე, სოციალური მუშაკი ინგა დალალიშვილი და იურისტი ნია ინარიძე.

მსგავსი სტატიები