ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტები, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ოზურგეთში.