ოზურგეთში „მოქალაქეთა ასამბლეა“ ჩატარდება

როგორ გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა ქალაქ ოზურგეთში ისე, რომ მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებს? – ოზურგეთში 22 აპრილს, მერიის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტი „მოქალაქეთა ასამბლეა“ ჩატარდება.

მოქალაქეთა ასამბლეა საქართველოში ხორციელდება ევროპის საბჭოს 2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მსგავსი სტატიები