როგორ გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა ქალაქ ოზურგეთში ისე, რომ მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებს?

როგორ გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა ქალაქ ოზურგეთში ისე, რომ მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებს? – ოზურგეთში, მერიის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტი „მოქალაქეთა ასამბლეა“ ჩატარდება.

ოზურგეთის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს ჩართულობის ფორმა – სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტი ,,მოქალაქეთა ასამბლეა,“ რათა პარკირების მართვის გეგმის საკითხის შემუშავების პროცესი იყოს მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული და მათ ინტერესებზე მორგებული.

„მოქალაქეთა ასამბლეა“ არის დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივებს ერთობლივად ჩაერთონ და განსაზღვრონ ქალაქის მომავალი. ასამბლეის წევრები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 2 000 მოქალაქე, რომლებსაც დაეგზავნათ მოსაწვევები – საქართველოს ისტორიაში პირველ „მოქალაქეთა ასამბლეაში“ მონაწილეობის მისაღებად.

იმისათვის, რომ გახდეთ ასამბლეის 36 წევრიდან ერთ-ერთი, უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგი ვებსაიტის მეშვეობით: https://citizensassembly.ge/ozurgeti ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 568 110 110; (ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 10:00 საათიდან – საღამოს 18:00 საათამდე). რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 აპრილი. ასამბლეის წევრთა საბოლოო ჯგუფი რეგისტრირებული მოქალაქეებიდან შეირჩევა ლატარეის მეთოდით. იხ. ვრცლად მოქალაქეთა ასამბლეის შესახებ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=17421.

მოქალაქეთა ასამბლეა საქართველოში ხორციელდება Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში -ს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის – “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ოზურგეთის კულტურის სახლში (სოფელი ოზურგეთი):

I დღე – 22 აპრილი – სასწავლო შეხვედრა

II დღე – 29 აპრილი – განხილვის შეხვედრა

III დღე – 13 მაისი – განხილვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მსგავსი სტატიები