17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში,17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა დასრულდა.

ჩემპიონატი, ოზურგეთის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპორტულ შეჯიბრში, ოზურგეთიდან ერეკლე თავბერიძემ I ადგილი 55 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა, ხოლო ოზურგეთმა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი მიიღო.

საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

აღნიშნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები, საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხებიან და ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებენ.

მსგავსი სტატიები