გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ასევე, საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა, სადაც ყურადღება გაამახვილდა გენდერული თანასწორობის როლსა და მნიშვნელობაზე.

მანვე საბჭოს წარუდგინა და გააცნო პროექტ ,,შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“ პროგრამის ფარგლებში ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ პროექტის მენეჯერი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

მსგავსი სტატიები