„გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია”

➡ ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

➡ ღონისძიებებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა და მასში , გურიის,იმერეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

➡ როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრები პროექტის – „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში იმართება და რეგიონებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზანს ემსახურება.

➡ აღსანიშნავია, რომ შეხვედრებში მონაწილე მუნიციპალიტეტებიდან, ევროპულ ქარტიას, რამდენიმე თვის წინ ოზურგეთისა და ქუთაისის თვითმმართველობები შეუერთდნენ. ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ დამსწრე საზოგადოებისთვის პრეზენტაციის სახით თანასწორობის სამოქმედო გეგმა და მასში განსაზღვრული პრიორიტეტები წარადგინა.

➡ ღონისძიებებზე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

➡ პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები