🔵 ოზურგეთის მერიის სხდომა – 12.05.2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა

ავთანდილ თალაკვაძემ ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა:

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია – მოეწყობა ახალი გზის საფარი, ტროტუარები, გამწვანება და განათება

თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესყიდვა ოზურგეთისთვის და ახალი, კომფორტული მოსაცდელების მოწყობა

მრავალბინიან კორპუსებში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების განახლება

თამარ მეფის მოედანზე, 30 მეტრის სიმაღლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშის მონტაჟი

ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ახალი პლატფორმა იქმნება

ინოვაციური პროექტი „Street Art-ი ოზურგეთისთვის“ გრძელდება

სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ოზურგეთელებისთვის იწყება ახალი პროექტის განხორციელება – „წლის რჩეული“

სტუდენტებს, რომლებიც აგრონომიის, სურსათის და ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამებში სწავლობენ დაუწესდებათ სტიპენდია

100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულების წახალისება

წელს პირველად, ქალაქ ოზურგეთში, ბოლო ზარის აღსანიშნავად, საჯარო სკოლების საერთო საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.

 

მსგავსი სტატიები